“ალ ბაითის” სტადიონზე ერთმანეთს მაროკო და ხორვატია დაუპირისპირდნენ, შეხვედრა უგოლოდ 0:0 დასრულდა.
დაძაბული თამაშის ფონზე, მეტწილად თანაბრად გამოიყურებოდნენ გუნდებიც და დაფიქსირებული შედეგი საკმაოდ ლოგიკურია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ხორვატიამ მუნდიალის პირველ შეხვედრაში ბევრისგან მოულოდნელად ქულები დაკარგა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი