spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარტა კოსი – ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისადმი – არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ არაფერი დასრულებულა და შესაძლოა, ევროპარლამენტის მხარდაჭერით საქართველოს დახმარების გაგრძელება.

“მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისადმი – არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ. პირველი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვანახოს, რომ აქვთ ნება ამ გზით იარონ და ველოდებით, რომ ისინი გააუქმებენ ორ კანონს, რომლებიც მიიღეს – “უცხოური ჩარევის შესახებ“ და “ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს. ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

ჩვენ მომზადებული გვაქვს ფინანსური პაკეტი არა მხოლოდ მთავრობისა და რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, ევროპარლამენტის მხარდაჭერით გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება“, – განაცხადა მარტა კოსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები