spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს.

დიდმოწამე მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადოკიაში დაიბადა. იგი სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა ყოველგვარი პატივი და დიდება უარყო, დიოკლეტიანეს ქმედებას წინ აღუდგა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა.

დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა.

წმინდა გიორგი 305 წელს მოწამებრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის თავის კვეთის დღე 6 მაისს აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები