მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
მამამისი – იოაკიმე დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში გაუჩნდათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. წმინდა მარიამი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.
ღვთისმშობლობას საქართველოში განსაკუთრებით ზეიმობენ, ვინაიდან საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.