მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი.
ცნობილია, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.