spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს

მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა 4 მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების  დახმარება.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ.

 

მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის 3 და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩამოიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები