თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან მამა და შვილები თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ, როდესაც ყველამ ერთად სამწვერას ჩანჩქერის დათვალიერება გადაწყვიტა.
ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა, მის თანმხლები პირებიდან ოთხი საშველად მდინარეში გადახტა.
მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.