კიევზე მასიური თავდასხმის დროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 12 რაკეტა – 6 “კალიბრი” და 6 “კინჟალი”, ასევე, ორი დრონი, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევზე შეტევა დაახლოებით 10 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის რაკეტებით გრძელდებოდა.
იგნატის თქმით, აფრიკის ქვეყნებს ნამდვილად აკლიათ ჭეშმარიტი ინფორმაცია.
“რუსული პროპაგანდა კარგად არის ჩასმული ამ კონკრეტული კონტინენტის საინფორმაციო სივრცეში. ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ ხდება ეს”, – აღნიშნა მან.
კიევში დღეს ვიზიტით სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი იმყოფება.