“ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობის აქციას 2 ადამიანი გამოეთიშა, “მოძრაობა საქართველოსათვის” წევრები შეუძლოდ გახდნენ.
ერთ-ერთ მათგანს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა, მეორეს კი მაღალი არტერიული წნება დაუფიქსირდა.მედიკოსების რეკომენდაციით, მათ შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა მოშიმშილეები ამბობენ, რომ ისინი სხვებმა ჩაანაცვლეს.
მასობრივი შიმშილობის აქვიაში ამ დროისათვის 320 ადამიანი მონაწილეობს.
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 12 კარავია გაშლილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის ლიდერები და აქტივისტები მეხუთე დღეა, შიმშილობენ.