spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლები.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“მინდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მასწავლებლებს. ადამიანებს, რომლებსაც თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც პირადი გმირობის ფასად, ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა, თუმცა უამრავი შეზღუდვის მიუხედავად ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წლის საუკეთესო მასწავლებლებთან შეხვედრას ტრადიციულად, ყოველწლიურად მართავს. წელს მინისტრის სპეციალური მილოცვა 10-მა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები