პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის სასამართლო პროცესი 7 თებერვლამდე გადაიდო.
დევიძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა საფრანგეთის ელჩის წარმომადგენელსაც სურდა, თუმცა საქმის მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროცესზე არ დაუშვა.
აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
20 წლის მათე დევიძეს სამ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. ის 21 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.