spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭის ძებნა დილიდან გაგრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში 17 წლის ბიჭის ძებნა დილიდან გაგრძელდება. 

 

მდინარე ლეხინდარში ჩავარდნილი მოზარდის მოძებნას 30-მდე მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.  ამ დროისათვის სამუშაოები ხილვადობის არარსებობის გამო შეჩერებულია. 

 

მოზარდი მდინარეში დღეს გადავარდა, ის ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

 

მომხდარის შემდეგ ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები