სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.