"ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მძღოლები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის სამი მონაწილე. სამართალდამცველების თქმით, ისინი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მძღოლები ბენზინზე აქციზის საფასურის დაწევას და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.