spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად თბილისის საჯარო სკოლების 500-ზე მეტ მოსწავლეს ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლეს. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ თბილისის 24-ე, 92-ე, 86-ე, 124-ე, 143-ე და 144-ე საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი „სამხედრო საქმე“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტის ფარგლებში მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სიმულაციური კლასები და სატრენაჟორო დარბაზი დაათვალიერეს. მოსწავლეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალთან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის ისტორიები მოისმინეს. ბავშვები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც გაეცნენ. ბაზაზე სტუმრობის დასასრულს მათ “ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

პროექტის “ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სამხედრო ქვედანაყოფებში მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. პროექტი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები