spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მე-5 საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა

მე-5 საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ვაზიანის პოლიგონზე “გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.

საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

მე-5 საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები