spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება”

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა.

 

– თქვენ გაქვთ გაყინული კონფლიქტები რუსეთთან…

– ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ჩვენს ევროკავშირზე ორიენტაციას, ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა, უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას.

– რას ეტყოდით ბატონ პუტინს?

– რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება.

– რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან?

– რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

– და ბატონ სააკაშვილთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ?

– არა

– მოდით ვთქვათ ასე, თქვენ ამჟამად ხართ პრეზიდენტი და დავუშვათ, რომ ათი წლის შემდეგ რეჟიმი იცვლება; ცდილობენ, რომ თქვენ სასამართლოს გადაგცენ და ბრალი დაგდონ რაიმე ქმედებაში. ეს უხერხულობას არ გიქმნით?

– ნამდვილად არა. იმიტომ, მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. და შესაძლოა მას უკრაინა ელოდება.

– თქვენმა ბოლო პრეზიდენტმა დაიწყო სტუმრების მიღება ( “airbnb”), როგორც გავიგე. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. რას გააკეთებთ პრეზიდენტობის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი მომავალი?

– ალბათ, ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ  სასტუმროს (“airbnb”) ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს.

– თუ თქვენ გყავთ ამ ტიპის მაღალი დონის წარმომადგენელი, მესიჯი ის არის, რომ თქვენ არ გაქვთ საპენსიო სისტემა ამისათვის.

– არ არსებობს. ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ. 

 

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები