პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, ბლოკ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ხელისუფლების სახე კარგად დაინახეს და თუკი მთავრობა სისტემური რეფორმის ცვლილებაზე უარს იტყვის, ე.ი დემოკრატიაზე ეუბნება დასავლეთს უარს.
"თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, უცხო თვალით მაყურებელს, რომ ოპოზიცია რაიმეს სჭრის, რაიმეს აფუჭებს თუ არა, აი ეს ხომ ზუსტად დაინახა მთელმა დასავლეთმა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებაზე მიდის. ძალიან ჭკვიანები არიან სენატში, ბრწყინვალედ გაირჩა, ყველა ის პრობლემა თქვეს, რა პრობლემაც თავად შარლ მიშელმა დადო და ჩვენ. იმ პრობლემებზე რომ წამოიყვანონ ხელისუფლება, ვადამდელი არჩვენები თავისთავად დაიდება. რეფორმები გაკეთდება სამართლებრივი და ვადამდელი არჩევნები სისტემური ცვლილებების დროს გადაუდებელია.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მე პირადად, რომ აუცილებლად პოლიტპატიმრების თემაზე და სისტემურ რეფორმებზე წამოიყვანენ, სხვა გზა ამათ უბრალოდ არ აქვთ. არ არის ასეთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც შეიძლება ქართველი ხალხი ეხვეწოს, რომ ძველმოდური საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ვერ იტყვიან ამაზე უარს. თუ იტყვიან უარს, ეს ნიშნავს, რომ მათ უთხრეს დასავლეთს დემოკრატიაზე უარი", – განაცხადა ჩარკვიანმა.