პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო და შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება.
ელისაშვილის მოუწოდებს ოპოზიციას, შეუერთდეს "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის დადებულ მემორანდუმს.
"ამომრჩეველს ის ადარდებს ვინ შევა და ვინ არ შემოვა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი. კარგი გადაწყვეტილებაა მანდატების არშეწყვეტა), არ შეიძლება შანტაჟით ლაპარაკი არც ერთი მხრიდან. კარი არ იხურება და მოლაპარაკება გაგრძელდება. მემორანდუმს შემოუერთდნენ, არ მოსწონთ რამე მუხლი და გააუმჯობესონ, მოსწონთ და შემოუერთდნენ. ძალიან კარგი მემორანდუმი დევს მაგიდაზე. ორმა კაცმა შევძელით ეს, 54 ხომ არიან და გააუმჯობესონ. მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო", – აცხადებს ელისაშვილი.
დღეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.