spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მედიასთან ომს ვერ მოიგებთ”, – მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებენ

“მედიასთან ომს ვერ მოიგებთ”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მედიის წარმომადგენლები შსს-დან გენერალურ პროკურატურამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

სხვადასხვა ტელევიზიის და სააგენტოს ჟურნალისტები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებენ.

მზია ამაღლობელის კოლეგები მიიჩნევენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და შსს-სგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ასევე, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გათავისუფლება.

“ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები