spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022” დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა. 

 

სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის  ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა. 

 

“ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები