BBC-ის ინფორმაციით, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ სავარაუდოდ, შეთანხმება შედგება.
როგორც BBC-ის ანონიმური წყაროები აცხადებენ, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ “ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედრო კაბინეტთან მართვას შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი და “ჰამასი” ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან “ძალზე ახლოს” არიან.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ “ჰამასს” 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.