spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციაა

მოსკოვზე დრონებით ღამის თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, – ამის შესახებ RBC – უკრაინა სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

მოსკოვს დღეს ღამით ორი დრონი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა ბიზნესცენტრს, ხოლო მეორე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობისა და გრუს კიბერდაზვერვის შტაბთან ჩამოვარდა.

 

კრემლმა თავდასხმაში უკრაინა უკვე დაადანაშაულა.

 

მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბანში ომის დაწყების შემდეგ დრონებით თავდასხმა უკვე არაერთხელ განხორციელდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები