ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისი ქალიშვილებმა ოჯახებთან ერთად ქვეყანა დატოვეს. ყაზახეთში ამ დროისთვის მხოლოდ ნაზარბაევის უფროსი ძმა რჩება, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Orda.kz ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ნაზარბაევი საჯაროდ ბოლოს 27 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში გამოჩნდა, სადაც დსთ-ის არაფორმალურ სამიტში მონაწილეობდა.