spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მედიის ინფორმაციით, რუსული საკრუიზო ლაინერის “ვლადიმერ ჟირინოვსკის” მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ

რუსული საკრუიზო ლაინერის “ვლადიმერ ჟირინოვსკის” მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ლაინერის მარშრუტში ასევე შედის სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.

 

ოთხგემბანიანი ლაინერი ამჟამად ქალაქ ასტრახანში შენდება. გემზე იქნება საცხოვრებელი კაბინები, საცურაო აუზები, ტერასები და სარესტორნო კომპლექსები.

 

ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი ჟირინოვსკის პატივსაცემად გადაარქვეს.

 

გემის წყალზე ჩაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

 

2023 წელს ბათუმის პორტში ორჯერ შემოვიდა რუსული საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე“, თუმცა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ლაინერმა მარშრუტიდან საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი ამოიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები