პარლამენტთან მედიასაშუალების წარმომადგენლები იკრიბებიან.
ჟურნალისტები ითხოვენ, მათაც მიეცეთ სესიაზე დასწრების და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ვახტანგ გომელაურს დღეს მოუსმენენ.