spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის დაკავება მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს

მედიის წარმომადგენლებმა “ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავება მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს.

აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა განცხადება წაიკითხეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ამაღლობელის საქმით.

მათი თქმით, გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია ამაღლობელის დაკავება დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები