თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულების განაჩენები გამოცხადდა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი გირაო შეეფარდა: გიორგი ნასყიდაშვილი – 1 წელი და სამი თვე; გიორგი კახიანი – 1 წელი და სამი თვე; რომეო კეკუტია – 1 წელი და სამი თვე; უშანგი დათუნაშვილი – 1 წელი და 3 თვე; ზაზა მჭედლიძე – 1 წელი და სამი თვე; თემურ ხარაული – ერთი წელი და ერთი თვე; ილია ქებაძე – ერთი წლით და 6 თვე; უშანგი დათუნაშვილი – 5000 ლარიანი გირაო;
ბრალდებულები საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.