spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიის ცნობით, ჰამბურგის აეროპორტში მამაკაცს 4 წლის ბავშვი მძევლად ჰყავს და თურქეთში გაშვებას მოითხოვს

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში გუშინ შეჭრილ მამაკაცს 4 წლის ბავშვი კვლავ მძევლად ჰყავს, ის თურქეთში მათ გაშვებას ითხოვს, – ინფორმაციას Bild ავრცელებს.

 

პოლიციის ცნობით, მამაკაცს ქალიშვილთან ერთად თურქეთში გაფრენა სურს. ის ითხოვს ფრენის ორგანიზებას. დღეს დილის მდგომარეობით, მამაკაცი 4 წლის გოგონასთან ერთად მანქანაშია ჩაკეტილი, პოლიცია მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

 

ასევე ცნობილია, რომ მამაკაცის სროლას და აეროპორტში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, მისმა მეუღლემ პოლიცია გამოიძახა. ქალმა განაცხადა, რომ მისი ქმარი ბავშვთან ერთად აეროპორტში მიდიოდა.

 

გერმანული მედია წერს, რომ თავდამსხმელმა დედას ბავშვი მოჰპარა და მასთან ერთად გაიქცა. მამაკაცი სავარაუდოდ, 35 წლისაა. ის არის ეთნიკური თურქი ქვემო საქსონიიდან. მამაკაცის ქმედების მიზეზი შესაძლოა, ბავშვის მეურვეობის შესახებ დავა გამხდარიყო.

 

4 ნოემბერს, საღამოს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტის ტერმინალში შეიარაღებული მამაკაცი მანქანით შეიჭრა. ის ასაფრენ ბილიკზე გავიდა, აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში იყო სროლა, მან ასევე რამდენიმე ხანძარი გააჩინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები