“ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობს კორტეჟი საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით.
ტელეგრამ არხი AMPA-life წერს, რომ “მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. D News Abkhazia ვარაუდობს, რომ “სტუმართან შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება”.
26 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.