“ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება უკრაინიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გამოყვანასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლები ქვეყანას კომერციული რეისით დატოვებენ.
დღეს უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი მიიღო. საელჩოს განცხადებით, ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული მზარდი აგრესიის ფონზე.