უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა, – ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტი შესაძლოა, ორშაბათს ან სამშაბათს შედგეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელში ჩასვლის სურვილი ომის დაწყებიდან მალევე გამოთქვა.