სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება, – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას.
“ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.