2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად, – ასე ეხმაურება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
“ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.
სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა, მაგრამ აშშ-მა და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ, განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.
2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა”, – წერს მედვედევი.