რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურება.
მედვედევის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება.
“პოლონურ ფერმაზე უკრაინის სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს”, – წერს მედვედევი.