spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეგის ქარდავა N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი დასრულდა. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა.

 

“იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის N 12 დაწესებულებაში” – განაცხადა ნიკაცხვარაშვილმა.

 

მომდევნო ეტაპზე წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები