spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. თემურ მღებრიშვილმა მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გარდა გურიის რეგიონისა, მაშველები მობილიზებულები არიან ყველა იმ რეგიონში, სადაც დიდთოვლობაა.

“ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები