spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

 

“ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

 

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები