spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს

მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა, ხოლო რვამ ზაჰესის.

მათ გამოძიება ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

აქციის ზოგიერთ მონაწილეს კი რვადღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი ერთი თვის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. აღნიშნული პროცესით უნდა დადგინდეს, ცნობს თუ არა სასამართლო დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად.

19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან 3  ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები