spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მეორე ტურში პოროშენკოს არანაირი შანსი არ აქვს”

კიევი: პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დარწმუნებულია,  რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

“მეორე ტურში გავა ჩვენი გუნდი და პოროშენკოს გუნდი. სხვა კონკურენტები არ არიან. ზუსტად ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურში ჩემს კონკურენტს არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

 

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციის ახალ პროექტს წარადგენს.

 

“ჩემი მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე კონსტიტუციის პროექტით გამოვიდე, რომელიც ხალხს დაუბრუნებს შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი უფლებით და განკარგოს საკუთარი რესურსები“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები