აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს სულ მცირე, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 29.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტთა დაკავების ცენტრში, მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნაწილში ცეცხლის გაჩენის დროს 68 მამაკაცი იმყოფებოდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია
მექსიკაში, საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა. საკონსულოს ცნობით, კონტაქტზე რჩებიან მექსიკის შესაბამის უწყებებთან.