spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მერაბ ტურავა – სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი

სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 9 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.

მისი თქმით, განხილვის საგანი პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

“სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 9 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ასე შემდეგ და ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა”, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა  საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 11:00 საათიდან მიმდინარეობდა, სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები