spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მერკელი – ვიცოდი, რომ პუტინი რამეს მოიმოქმედებდა, სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოს და უკრაინას

ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და საბოლოო ჯამში, შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მერკელის თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება „ეს არის სასტიკი თავდასხმა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გამართლება არ აქვს“, თუმცა შეუძლებელი იყო უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელსაც ამის პრევენცია შეეძლო.

 

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის მინიჭების შემთხვევაში, პუტინი უკრაინაში 2014 წლამდე შეიჭრებოდა, მაშინ კი უკრაინას არ ჰქონდა უნარი, ისეთი წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, როგორსაც ახლა უწევს. 

 

“2008 წელი, ჩემი შეფასებით, ძალიან მკაფიოა – წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შემთხვევაში, ეს უფრო სწრაფად მოხდებოდა. მაშინ, უკრაინა ძალიან შორს იყო ასეთი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობისგან“, – განაცხადა მერკელმა.

 

მისივე თქმით, ვერ ვხედავს იმის აუცილებლობას თქვას, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არასწორი იყო და ამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები