spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მესამე დღეა, თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

მესამე დღეა, თბილისში განათლების მკვლევარ, პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, გახელაძის კვალი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ქრება. 

 

57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, მისი ახლობლები და  100-მდე მოხალისე. ისინი 5-5 ჯგუფად გადანაწილდნენ. მოქალაქეები დილიდან ვაკის პარკისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებს ათვალიერებენ.

 

ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა გიორგი გახელაძე ბოლოს. ამას სავარაუდოდ, ადასტურებს ტელეფონის სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ადგილმდებარეობაც.

 

“კამერის ჩანაწერები პოლიციამ ამოიღო. ვაკის პარკის მოპირდაპირედ, პსპ-ს აფთიაქშია ნამყოფი, ნაყიდი აქვს მედიკამენტი “ასპირინი”, შემდეგ არის “სპარის” მარკეტში შესული და ნაყიდი აქვს სიგარეტი და მცირე ზომის ალკოჰოლური სასმელი. იქიდან წამოვიდა და შემოსულია უკვე ვაკის პარკში. სამწუხაროდ, ამის შემდეგ უწყვეტი ვიდეოთვალით დაკვირვება შეუძლებელია იმიტომ, რომ მაინცდამაინც იმ დღეს 3 საათამდე ვაკის პარკში შუქი არ იყო და შესაბამისად, 3 საათამდე არ ჩართულა კამერები”, – განაცხადა გიორგი გახელაძის ძმამ ლევან გახელაძემ. 

 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი გახელაძეს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 599311090.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები