spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მესტიის 4 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია

მესტიაში 4 სოფლის ასზე მეტი ოჯახი ამ დრომდე მოწყვეტილი რჩება გარესამყაროს. ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. 

 

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. დენი არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალასა და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სხვა სოფლებში სახნავ-სათესი სავარგულებიც.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები