spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეთიუ ბრაიზა – სანქციები იქნება მუხრუჭი, შემაფერხებელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში

სანქციები იქნება მუხრუჭი, შემაფერხებელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. მილერიც და ბლინკენიც აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახლა გადახედვის პროცესშია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და აზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციები შეიძლება იყოს ვიზების აკრძალვა სამთავრობო წევრებისთვის ან საფინანსო კუთხით.

 

“მილერიც და ბლინკენიც აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახლა გადახედვის პროცესშია. ვაშინგტონს უნდა, რომ აირიდოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პირველ რიგში, რომ არ შეეხოს საქართველოს მოსახლეობას დ საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ შეუერთდეს ტრანსატლანტიკურს, მაგრამ ხვდებიან, რომ ამჟამინდელი მთავრობა ხელს უშლის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაზეც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც საუბრობს.

 

რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება მუხრუჭი, შემაფერხებელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. სანქციები, რაზეც ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ვიზების აკრძალვა სამთავრობო წევრებისთვის, შეიძლება იყოს საფინანსო სანქციები, სადაც შეიძლება აშშ-მა და ევროპამ ერთად გადადგან ნაბიჯები. მე იმედი მექნება, რომ ეს არ იქნება სანქცია, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ აშშ-ის ვიზა, ან იმოგზაურონ ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ევროპასაც ასევე არ სურს, რომ ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს”, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები