ვაგრძელებთ კოორდინაციას ნატოს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა კიდევ ერთ მის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას.
ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან საუბარს რუსეთის იმ ასიმეტრიული საფრთხეების შესახებ, რასაც ევროპის გარშემო ქმნის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უკვე რეალურად გამოიხატა ევროპის სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა მილერმა.