გადაკეტილი ქუჩებისა და დედაქალაქში შექმნილი საცობების ფონზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა მეტროსადგურებში, გადაჭედილია მეტროს ვაგონები და მოსაცდელი დარბაზები.
მგზავრებს გადაადგილების პრობლემა აქვთ და ვერც დისტანციის დაცვას ახერხებენ.
მათი თქმით, ასეთ სიტუაციაში ვირუსის გავრცელების რისკი განსაკუთრებით იმატებს.
თბილისში მმართველი გუნდის შემაჯამებელი აქციის გამო მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე იყო შეზღუდული.