ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ ვიცით ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების შესახებ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მოფრიალე დროშებს, ჩვენ გვესმის თქვენი. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – წერს რობერტა მეცოლა.