spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეცოლა – საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, ჩვენ არ მივატოვებთ

საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, ჩვენ არ მივატოვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

“თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ ძლიერ ფორმულირებას ევროპარლამენტიდან. თქვენ ნახეთ ჩვენ მიერ მიღებული რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს შედეგებთან დაკავშირებით და იმაზე, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის, არ მიატოვონ ევროპული გზა.

მე წლებია, მოვდივარ ევროკავშირის საბჭოში და არის ერთი რაღაც, რაც დომინირებს ყველა საბჭოზე – ჩვენ გავეცით დაპირება იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, რომ ჩვენ არ დავუხურავთ კარს ამ ხალხს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ძალიან ცხადი პოზიცია ჩვენი მხრივ. როგორც სტრასბურგში ვთქვით, ეჭვი არ არის, რომ ეს იქნება ჩვენი პოზიცია 2025 წელს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები